ჰენლი და პარტნიორების წარდგენა საქართველოში
წამყვანი საერთაშორისო კომპანია საინვესტიციო ბინადრობისა და მოქალაქეობის საკითხებზე
შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი
10 აპრილი 10:30
კონფერენციაზე რეგისტრაცია

კონფერენციის შესახებ

კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველი აუდიტორიის წინაშე წარადგინოს ჰენლი და პარტნიორები, წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმა საინვესტიციო ბინადრობისა და მოქალაქეობის საკითხებზე. 25 წლიანი გამოცდილებით და 45 ფილიალით მსოფლიოს გარშემო, ჰენლი ყველაზე მსხვილი და პრესტიჟული ფირმაა ამ სფეროში. ყოველწლიურად, კომპანია ასობით შეძლებულ ადამიანს ეხმარება მოიპოვოს სასურველი ბინადრობა ან/და მოქალაქეობა შესაბამის ქვეყანაში ინვესტირების გზით.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება მიიღოს ინფორმაცია კომპანიისა და მისი სერვისების შესახებ. აგრეთვე, მომხსენებლები მიმოიხილავენ სხვადასხვა ქვეყნის საინვესტიციო საიმიგრაციო პროგრამებს, მათ უპირატესობებს, მოთხოვნებს, პროცედურებსა და სხვა თავისებურებებს.

ვინაიდან ესპანეთის საინვეტიციო საიმიგრაციო პროგრამა გამორჩეულად ეფექტური და პოპულარულია, მას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. საქართველოს მსგავსად, ესპანეთშიც, ბინადრობის მოპოვება ასევე შესაძლებელია უძრავ ქონებაში ინვესტირების გზით. აღნიშნულის გათვალისწინებით, კონფერენციაზე მოწვეულია უძრავი ქონების პრესტიჟული ესპანური კომპანია ბენროქ კაპიტალი, რომლის წარმომადგენელი მიმოიხილავს უძრავი ქონების ბაზარს ესპანეთში და გააცნობს აუდიტორიას საინვესტიციო შესაძლებლობებს.

მომხსენებლები

იაკოპო ზამბონი

დირექტორი | ჰენლი და პარტნიორები შვეიცარია, ციურიხი.

ალბინა ვეტლი

უფროსი კონსულტანტი | ჰენლი და პარტნიორები შვეიცარია, ჟენევა.

ორიოლ მოლასი

მმართველი პარტნიორი | ბენროქ კაპიტალი, ესპანეთი

დღის წესრიგი

10 აპრილი, 2024

სტუმრები გაივლიან რეგისტრაციას და მიიღებენ კონფერენციის მასალებს.

მომხსენებლები გააცნობენ დამსწრე აუდიტორიას დეტალურ ინფორმაციას კომპანიის, მისი ისტორიის და სერვისების შესახებ.

კონფერენციაზე განხილული იქნება სხვადასხვა ქვეყნის საინვესტიციო საიმიგრაციო პროგრამები, მათ შორის შემდეგ იურისდიქციებში: ესპანეთი, პორტუგალია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა,  თურქეთი, საბრძნეთი, ლუქსემბურგი, შვეიცარია და სხვა.

უძრავი ქონების პრესტიჟული ესპანური კომპანიის წარმომადგენელი მიმოიხილავს უძრავი ქონების ბაზარს ესპანეთში და გააცნობს აუდიტორიას სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობას.

პრეზენტაციების შემდგომ, სტუმრებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები კონფერენციაზე წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით.

კონფერენციის შემდგომ, სტუმრებს საშუალება ექნებათ გაიცნონ და პირადად გაესაუბრონ როგორც მომხსენებლებს, ისე ერთმანეთს.

*კონფერენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ლოკაცია

ჰენლი და პარტნიორების ოფიციალური წარმდგენი საქართველოში

დამატებითი ინფორმაციის ან პრეს აკრედიტაციის მისაღებად, მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე  info@consultive.ge ან მითითებულ მობილურის ნომერზე  +995 551 79 55 59